ნიკოლოზ მჟავანაძე: ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ისეთ სიტუაციას ქმნის, თითქოს სამი ხის გადარგვით მთელი ეკოსისტემა ნადგურდება

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც 9 წლის მანძილზე თბილისის სკვერები, პარკები, ათასობით ჰექტარი რეკრეაციული ზონა გაანადგურა, დღეს ისე წარმოაჩენს ციხისძირიდან შეკვეთილში სამი მრავალწლიანი ხის გადარგვას, თითქოს, დიდი ბუნების დამცველები იყვნენ.
ადამიანი, რომელიც არათუ ჭრის ხეებს, არამედ რგავს და ქმნის ახალ სარეკრეაციო ზონას და მისი ეს პროექტი მოიცავს შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას, ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს პირიქით ხდება ყველაფერი“, – აღნიშნული განცხადება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ისეთ სიტუაციას ქმნის, თითქოს სამი ხის გადარგვით მთელი ეკოსისტემა ნადგურდება. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, პარკის გარდა ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში ამიერკავკასიაში პირველი უნიკალური 10 000- კაციანი მოძრავი საკონცერტო დარბაზი ააშენა, რომლის ანალოგი პოსტსაბჭოურ სივრცეშიც არაა.
„იმის მაგივრად, რომ გახარებულნი იყვენენ, გაუგებარ პანიკას თესენ. თუკი „ნაციონალებს“ და მის სატელიტებს აღნიშნული შეფასება გადამეტებებულად ეჩვენებათ, შეუძლიათ თავიანთ ბელადს – მიხეილ სააკაშვილს მოუსმინონ, 2010 წელს სწორედ ამგვარი შეფასება მისცა მან მშენებარე საკონცერტო დარბაზს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. შეკვეთილში ასევე მიმდინარეობს მაღალი დონის სასტუმროების მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ ასეულობით ადგილობრივი დასაქმდება და შეკვეთილი მსოფლიო დონის გასართობ და დასასვენებელი ცენტრად იქცევა. გასაგებია, ნაცმედიას და „ნაცმოძრაობას“ აღიზიანებს ქვეყნის განვითარება, მაგრამ საზოგადოების და მედიის სხვა წარმომადგენლებიც რატომ მოქმედებენ იგივე სცენარით, გაუგებარია. ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება, ივანიშვილის წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და „ნაცები“ ამის გამო ლამისაა გაგიჟდნენ“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები