შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ახალი შენობა გაიხსნა

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა.
შსს-ს ინფორმაციით, მისი მშენებლობა აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გასულ წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა.
ახალი ადმინისტრაციული შენობა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ გახსნეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ახლადგახსნილი ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა პროფესიული დონის ამაღლებას და სასწავლო ტრენინგების დაგეგმვის პროცესს. ახალი სასწავლო-ტრენინგ ცენტრი მრავალფუნქციურია. მომავალში აქ, საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით, როგორც საერთაშორისო წვრთნებისა და კონფერენციების ჩატარება, ასევე, რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენელთა გადამზადება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები