გიორგი კვირიკაშვილსა და ირანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰასან რუჰანიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.
ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.