ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ფატუ ბენსუდას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაუალებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსპროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებას „ორმაგი სტანდარტების გამოყენების კონკრეტული მაგალითი“ უწოდა.
„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა, დაბომბა მშვიდობიანი ქალაქი, ქალები და ბავშვები. დღეს კი ბენსუდას განცხადებებში აშკარად ჩანს ორმაგი სტანდარტები ამ ერთი შეხედვით ნათელი საქმეებისადმი მიდგომის დროს“, – განაცხადა თიბილოვმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე.
ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. თიბილოვის თქმით, გასაკვირია, რომ ორგანო, რომელიც ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებას მიუკერძოებულად უნდა მიუდგეს, თავიდანვე მუშაობას ასეთი განცხადებებით იწყებს.
დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ ბენსუდას განცხადება, თითქოს 2008 წელს ქართული სამშვიდობო ბატალიონის წვერებიც დაიღუპნენ, არასწორი და აბსურდულია.
„სწორედ ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა, რომელსაც მშვიდობა უნდა დაეცვა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დისლოკაციის ადგილები დატოვა“ ,- აცხაებს ლეონიდ თიბილოვი.
თიბილოვის განცხადებით, დანაკარგები იყო რუსულ სამშვიდობო ბატალიონში, რომელმაც ქართული აგრესია მოიგერია.
„მე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა არ განხორციელებულა, ცხინვალის რიონის ქართული მოსახლერობა წინასწარ იყო გაყვანილი. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ იქნება სრულმასშტაბიანი ომი და მათ საცხოვრებელი ადგილების დატოვების დროს საკუთარი სახლები გადაწვეს“, – ამბობს ლეონიდ თიბილოვი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის გამოძიება ამდენი წლის შემდეგ მაინც დაიწყო, ვინაიდან დასავლეთის იმედები, რომ ომს და მის დროს ჩადენილ დანაშაულებს ადამიანები დაივიწყებენ, არ გამართლდა.
„ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს დაამტკიცოს, რომ დამნაშავეები იყვნენ ოსები და მათი მეგობრები, ანუ რუსები. ასეთი მიდგომების პირობებში ჩვენ ობიექტურ დასკვნას არ ველოდებით“, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები