გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუმინეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად ევროინტეგრაციის სფეროში და გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში.