მამუკა ხაზარაძე: ეს იქნება არა მარტო პორტი, არამედ თავისუფალი ეკონომიკური ზონა

ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მაცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს, – ამის შესახებ “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხახარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება არა მარტო პორტი, ეს იქნება თავისუფალი ეკონომიკური და ინდუსტრიული ზონა. ხაზარაძის განცხადებით, კონკურსი და ტენდერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში მსოფლიოში ცნობილი თორმეტი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.
“ვფიქრობ, გადამეტებული არ იქნება საუკუნის მშენებლობა საქართველოს ისტორიაში თავისი მასშტაბებით და ამბიციებით. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს.
ჩვენ და მთავრობამ განაცხადი გავაკეთეთ ისეთ პროექტზე, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ხაზი აზიასა და ევროპას შორის, ეს იქნება ძველი „აბრეშუმის გზის“ ახალი კონცეფციის ერთი გზის ერთი სარტყელი, რომელიც გამოცხადებული იქნა ჩინეთის მთავრობის მხრიდან.
ეს იქნება არა მარტო პორტი, არამედ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მე მინდა დიდი სიამაყით ვთქვა, პარტნიორებთან ერთად, ჩვენთის არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რომ მოხდა ჩვენი არჩევა.
კონკურსი და ტენდერი ტარდებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მასში მსოფლიოში ცნობილი თორმეტი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. ჩვენი კონცეფციით და მიდგომებით ჩვენ შევძელით დაგვედო საუკეთესო წინადადება ამ პორტის და მისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები