ანაკლიის პორტის მშენებლობას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განახორციელებს
ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განახორციელებს. ტენდერში გამარჯვებული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დაასახელა.
პრემიერის თქით, ანაკლიის ღრმა წყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებული კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოავლინა. კონსორციუმის ქართველი პარტნიორი „თი-ბი-სი“ ჯგუფია.
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობამ ტენდერი ორი წლის წინ გამოაცხადა. კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართა და მასში 12 კომპანია მონაწილეობდა. ბოლო ეტაპზე ტენდერში სამი მონაწილე კომპანია დარჩა.