ვახტანგ კაპანაძემ დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დაღუპული ჯარისკაცის, მაიორ დიმიტრი ლეკიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 38 წლის სამხედრო მოსამსახურე H1N1 გრიპის ვირუსის შედეგად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. იგი სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობდა. დაღუპული სამხედრო მოსამსახურე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები