აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები მარტში გაიმართება
აბაშიძე – კარასინის მოლპარაკებები, რომელიც პრაღაში თებერვალში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ – მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მორიგი შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი თემა რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.
“მარტის შუა რიცხვებში გაიმართება ჩვენი მორიგი შეხვედრა პრაღაში. ვფიქრობ, ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ უკვე დადასტურებას იმის შესახებ, რომ იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც რუსეთში სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან, რამდენიმე ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდება თავიანთ ოჯახებს”,- განაცხადა აბაშიძემ.