ცრუ განგაშის გამო კიევი-თბილისის რეისი გადაიდო
ბორისპოლის აეროპორტში – კიევი-თბილისის რეისი გაკრვეული დროით გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი თვითმფრინავში საქართველოს ერთ-ერთი ნასვამი მოქალაქის მიერ წარმოთქმული ფრაზა გახდა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. რის შემდეგაც პოლიციამ ყველა მგზავრი თვითმფრინავიდან შემოწმების მიზნით ჩაიყვანა. “ნასვამი მგზავრი იძახდა, რომ თვითმფრინავში არის ბომბი და უკრაინის ავიახაზებმა მიიღო გადაწყვეტყილება, რომ თვითმფრინავი დაეცალა. მათ მგზავრებიც და ბარგიც შეამოწმეს, რის შედეგადაც ფრენა ერთი საათით გადაიდო“, – განაცხადა პიარ სააგენტო Key communications-ის დამფუძნებელმა თეონა ბაღდავაძემ.
ოფიციალური ინფორმაცია ამ თემაზე არ გავრცელებულა.