საქართველოს რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ეწვევა

საქართველოს ხვალ რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ვალერიუ შტეფან ზგონეა ეწვევა. დელეგაციის წევრები საქართველოში ორი დღის მანძილზე უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავენ.
ვალერიუ შტეფან ზგონეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები ეროვნული მეზეუმის საგანძურს დაათვალიერებენ, ასევე დაგეგმილია ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. რუმინეთის დელეგაცია საქართველოს 9 თებერვალს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები