მანჰეტენზე ამწეს ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც (ვიდეო)
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ამწეს ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.
ნგრევა დღეს მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ამწე მანჰეტენზე მდებარე ვიწრო ქუჩაზე ჩამოვარდა, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი დააზიანა, ამწის საყრდენი კი, ამოყირავდა.
მათივე ცნობით, მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ათობით ადამიანი გამოიყვანეს. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ფეხით მოსიარულეები იყვნენ.