კახა კალაძე „გაზპრომზე“ საუბრობს: ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მასსა და არსამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი ყველა თემას შეეხო, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაიცა და თუ რამე კითხვები დარჩა, კალაძის თქმით, “ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა”.
“თუ კიდევ ვინმეს დარჩა რაიმე პასუხგაუცემელი თემა, არ ვიცი, ყველაფერზე ვისაუბრეთ. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაიცა ჩვენი მხრიდან. ნამდვილად საწყენია, თუ რომელიმე მათგანი გამოვიდა და კიდევ საუბრობს კითხვების პასუხგაუცემლობაზე. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემა, არავის არ აინტერესებს რეალური მდგომარეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები