კომაში მყოფი შუმახერი გარდაიცვალა
იტალიელი თეატრის მსახიობი რაფაელ შუმახერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობის სცენის შემდეგ კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა. ექიმებმა მისი ტვინის სიკვდილი დაადგინეს.
27 წლის რაფაელი ინტერაქტიული სპექტაკლის – „მირაჟების“ მონაწილე იყო. მისი მოქმედება ერთდროულად ექვს სცენაზე მიმდინარეობდა.
შუმახერი მონოლოგს კითხულობდა, რომლის შემდეგ მას პისტოლეტით თვითმკვლელობის სცენა უნდა დაედგა.
თეატრის დირექტორის, გაბრიელ დე ლუკას თქმით, რაფაელმა სცენა თვითნებურად შეცვალა. ახალი ვერსიით, მან ჩამოხრჩობის სცენა დადგა, თუმცა იმიტაციის ნაცვლად მსახიობმა თავი მართლა ჩამოიხრჩო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამჟამად პოლიცია ამ ფაქტს იძიებს.