კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გამართეს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.