აშშ ავღანეთის არმიას 2024 წლამდე დააფინანსებს

აშშ და ნატო ავღანეთის არმიას 2024 წლამდე დააფინანსებს. ამის შემდეგ კოალიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ავღანეთი მის შენახვას დამოუკიდებლად შეძლებს. ამის შესახებ გენერალმა ჯონ კემპბელმა განაცხადა.
Military Times-ის ინფორმაციით, ნატო ამ მიზნებისთვის ყოველწლიურად 5,1 მილიარდ დოლარს ხარჯავს. 4,1 მილიარდს აშშ იხდის.
ავღანეთის ჯარის რაოდენობა 352 ათას ჯარისკაცს და ოფიცერს შეადგენს. კემპბელი ავღანეთში აშშ-ის და ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ მოვალეობას მალე დაასრულებს.
გენერალი აღნიშნავს, რომ აშშ ადგილობრივი ჯარის მხარდაჭერის პროგრამის ერთგული რჩება იმის მიუხედავად, რა სირთულეებთან იქნება ეს დაკავშირებული.
გენერალი ამბობს, რომ 2016 წელი ავღანეთისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
„ექსტრემისტული დაჯგუფებების გაქტიურების გამო, ჩვენს სტრატეგიაში გარკვეული ცვლილება უნდა შევიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2016 წელი შეიძლება 2015-ზე უარესი აღმოჩნდეს“, – აცხადებს ჯონ კემპბელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები