აზერბაიჯანმა ყაზახეთის მოქალაქის ექსტრადირება მოახდინა
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის 22 წლის მოქალაქის ექსტრადირება მოახდინეს. ახალგაზრდა ქალს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქურდობაში ედებოდა ბრალი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ნურგულ ბაისანოვამ აზერბაიჯანში სასჯელი უკვე მოიხადა და ახლა ის ყაზახეთში იქნება ექსტრადირებული. ბაისანოვას ექსტრადირების განაცხადით აზერბაიჯანის პროკურატურას ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოებმა მიმართეს.
13 იანვარს აზერბაიჯანულმა მხარემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.