მანანა კობახიძე: კვორუმი არსებობდა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს

უნდა გაირკევს, იყო თუ არა საპატიო მიზეზებით გაცდენები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, კვორუმის არასებობის გამო, სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფაქტობრივი კვორუმი არსებობდა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
“უნდა გაირკვეს, იყო თუ არა საპატიო მიზეზებით გაცდენები. რიგი ჩვენი კოლეგა ვიცი, რომ ვირუსის გამო ავადაა და ვერ მოვიდა სხდომაზე. ჩვენ ჩვენივე დეპუტატებით და უმრავლესობით უნდა შევქმნათ კვორუმი და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხდომის გახსნა უმცირესობის ხმებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, მათ აქვთ ეს ბერკეტი, რომ იყვნენ დარბაზში და არ გაიარონ რეგისტრაცია”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები