სირიაში მოსახლეობა რუსულ ავიადარტყმებს გაურბის (ვიდეო)
ინტერნეტით ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ათიათასობით სირიელი ლტოლვილი ქალაქ ალეპოდან თურქეთის საზღვრისკენ გარბის, რათა თავი შეაფარონ რუსული ავიაციისა და ბაშარ ასადის ძალების დაბომბვას.
ასადის ძალები ამჟამად ალეპოდან სამ კილომეტრში იმყოფებიან. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ლონდონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქალაქ ალეპოდან თურქეთის საზღვრისკენ 70 ათასამდე ლტოლვილი მიდის. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ასადის ძალები ქალაქს დაიკავებენ, იქ უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდება. რუსული ავიაციის მიერ, ალეპოსა და სირიის ოპოზიციის ძალების დაბომბვის გამო, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკება კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე, თვის ბოლომდე გადაიდო.