რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან
ვატიკანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთის პატრიარქი კირილე ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეხვედრა მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 12 თებერვალს გაიმართება. ამ ინფორმაციას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც ადასტურებს. იგეგმება ეკლესიებს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარის და რუსეთის პატრიარქის პირველი შეხვედრაა მთელი ისტორიის მანძილზე.
რუსეთის პატრიარქი კირილე 11–22 თებერვალს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს გამართავს.