სააგენტო „ტასში“ ჩხრეკა ჩატარდა

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ შენობაში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელობა ავრცელებს.
როგორც გამოცემა „ვედომოსტს“ „ტასის“ წარმომადგენელმა დიმიტრი პერცევმა აცნობა, ჩხრეკა სააგენტოს მიერ ერთ-ერთ დაქირავებულ თანამშრომელს და მის უწინდელ სამუშაო ადგილს ეხებოდა. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩხრეკა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. თანამშრომლის სახელი, რომლის მიმართაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები