რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვია, პუტინი ერდოღანს შეხვედრაზე უარს ეუბნება

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ბოლო დროს არანაირი კონტაქტი არ იგეგმება. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ერდოღანი პუტინს შეხვედრას სთავაზობდა რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებული ახალი ინციდენტის შესასწავლად.
როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ერდოღანს სურდა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და რუსულ ბომბდამშენ „სუ–34“-თან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეს ფაქტი 29 იანვარს მოხდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსულმა „სუ–34“-მა ქვეყნის საჰაერო სივრცე 29 იანვარს დილით დაარღვია.
ანკარა აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟმა თურქეთის საზღვართან მიახლოების შესახებ რუსულ და ინგლისურ ენებზე არაერთი გაფრთხილება მიიღო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო უწყებას თურქეთის საჰაერო სივრცეში ბომბდამშენის შეჭრის მასალები გადაეცა. ამასთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები თურქეთის საზღვრის დარღვევის ფაქტს უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები