ქალებზე თავდასხმის გამო, კიოლნში 190 ადამიანი დააკავეს

გერმანიის ქალაქ კიოლნში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სექსუალური ძალადობის 22 ფაქტი დაფიქსირდა. ქალებზე თავდასხმა ყოველწლიური ტრადიციული კარნავალის დროს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 190 ადამიანი. მათ ეროვნებას პოლიცია არ ასახელებს.
ტრადიციული კარნავალი კიოლნში ხუთშაბათს დაიწყო და ექვს დღეს გაგრძელდება. მისი მონაწილეების უსაფრთხოებას 2 ათასზე მეტი პოლიციელი იცავს.
მიმდინარე წლის იანვარში კიოლნის პროკურატურამ 10 ათასი ევროს ჯილდო დააწესა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ახალი წლის ღამეს ქალებზე თავდასხმის მონაწილეთა დაკავებას ხელს შეუწყობს. თვითმხილველების თქმით, ქალებს, ძირითადად, ჩრდილოაფრიკელები და არაბები ესხმოდნენ თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები