აშშ-ის მონაცემებით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ რაოდენობა 31 ათასიდან 25 ათასამდე შემცირდა

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ რაოდენობა 31-დან 25 ათასამდე შემცირდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშუა ერნესტმა განაცხადა. ამის მიზეზად პრესმდივანმა აშშ-ის და დასავლეთის ანტიტერორისტული კოალიციის წარმატებები დაასახელა.
„ამ ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფო სერიოზულ დანაკარგს განიცდის, თუმცა ის ჯერ კიდევ სერიოზულ ძალას წარმოადგენს“, – განაცხადა ერნესტმა.
ჯოშუა ერნესტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ლიბიასა და ავღანეთში ვითარებას აკვირდება. თუმცა, დაზვერვის ინფორმაციით, „ბოევიკები“ სწორედ სირიასა და ერაყში გეგმავენ გავლენის სფეროების გაფართოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები