„მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური განმარტებას აკეთებს
ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. საუბარია, თითქოსდა, “კონტაქტის” 15- საათიან გამოშვებაში გავიდა არქივის კადრები გია გაჩეჩილაძის პროექტიდან “საკანი ნომერი 5”. აღნიშნულს არხი კატეგორიულად უარყოფს.
“სოციალური ქსელით ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეომასალა. რომლის მიხედვით, თითქოს “კონტაქტის” 15- საათიან გამოშვებაში გავიდა არქივის კადრები გია გაჩეჩილაძის პროექტიდან “საკანი ნომერი 5”.
ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური აცხადებს, რომ ეს არის დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც არხის ეთერში არ გასულა და მიზნად ისახავს საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას“, – წერია არხის საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.