ნატო რუსეთს სირიაში სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს
ნატო რუსეთს სირიაში სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს, რაც რუსული ავიაციის მიერ ოპოზიციური ძალების პოზიციების დაბომბვით არის გამოწვეული. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას მხარს უჭერს, მაგრამ რუსული ავიაციის ავიადარტყმები ამ პროცესს ძირს უთხრის.
ჟენევაში სირიის საკითხზე მოლაპარაკებები 25 თებერვლისთვის გადაიდო. თავის მხრივ, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების გადადებაში სირიის ოპოზიცია, საუდის არაბეთი და თურქეთი დაადანაშაულა. აშშ-ის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები სირიაში რუსეთის ხელისუფლების მოქმედების გამო გადაიდო.