პარლამენტის სხდომა დეპუტატების გამუცხადებლობის გამო ვერ გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა, დეპუტატების გამოუცხადებლობის მიზეზით, კვორუმის უქონლობის გამო, ვერ გაიხსნა.
რეგისტრაცია 75 დეპუტატმა გაიარა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.
სხდომის გახსნას პარლამენტის ერთი წევრი დააკლდა.
ამასთან, სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დეპუტატებმა რეგისტრაციის გავლა 12:31 საათამდე ვერ მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები