კახა კალაძე “გაზპრომის” საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დღეს, “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრმა შეხვედრა ექსპერტებთანაც გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები