ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ, გვალვის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ზიმბაბვეში გასული წლის ოქტომბრიდან უჩვეულოდ მშრალი ამინდია. ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს საკვების პრობლემა აქვს.
გვალვის გამო, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო რაიონებში შინაური ცხოველები დაიხოცნენ. საგანგებო მდგომარეობის შემოღების რეკომენდაციით ზიმბაბვეს ევროკავშირმა მიმართა, ვინაიდან ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა აფრიკულ ქვეყანას მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენს. ზიმბაბვეს ხელისუფლება გვალვას „ელ-ნინიოს ეფექტს“ უკავშირებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ, ამ ფენომენის გამო, 2016 წელს შიმშილის და დაავადებების გავრცელების რისკი ბევრად იმატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები