თურქეთში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თურქეთის ქალაქ მარდინში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ ქალაქში ჩასვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ გეგმავს. HaberTurk-ის ინფორმაციით, აფეთქება რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც პრემიერის ესკორტმა უნდა გაიაროს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სპეცსამსახურები ამოწმებენ მიმდებარე ტერიტორიას, ვინაიდან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის საფრთხეა. ქალაქში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები