ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ცათამბჯენს უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა

ნიუ-იორკის ცათამბჯენ Empire State Building-ს მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს. ქალაქ ნიუ-ჯერსის მკვიდრი, რომელიც დრონს მართავდა, უკვე დაკავებულია.
დაკავებული ყვება, რომ ის უპილოტო აპარატით ფოტოების გადაღებას ცდილობდა და მასზე კონტროლი დაკარგა. ახლა მას ბრალდება ქმედებები, რომლებიც გარშემომყოფ პირებს საფრთხეს უქმნის.
თავდაპირველად უპილოო აპარატი ცათამბჯენს მე-40 სართულის სიმაღლეზე შეეჯახა, შემდეგ კი 35-ე სართულზე, მოედანზე დაეცა. იქვე მდებარე ოფისის თანამშრომლებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს.
გასული წლის დეკემბერში აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ, მოსახლეობაში უპილოტო საფრენი აპარატების უკონტროლო გავრცელების გამო, მათი რეგისტრაცია დააწესა. ეს წესები აშშ-ის ყველა მოქალაქეს ეხება, რომლებსაც 13 წელი შეუსრულდა. ამერიკელებმა თავისი დრონები 2016 წლის 19 თებერვლამდე უნდა დაარეგისტრირონ. ხოლო ვინც საფრენ აპარატს ამ თარიღის შემდეგ შეიძენს, ის ღია სივრცეში პირველ გაფრენამდე უნდა დაარეგისტრიროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები