„ზიკას“ ციებ-ცხელებით ევროპაში ორსული ქალი დაავადდა
ევროპაში პირველად „ზიკას“ ციებ-ცხელებით ორსული ქალი დაავადდა. ესპანეთის მოქალაქე რამდენიმე დღის წინ კოლუმბიიდან დაბრუნდა. მას ვირუსის ყველა სიმპტომი აქვს – მაღალი სიცხე, გამონაყარი, თავის ტკივილი. ექიმები ჩვილის ჯანმრთელობაზე დარდობენ. „ზიკას“ ციებ-ცხელება სწორედ ოარსულობის პერიოდში ნაყოფისთვიდ არის საშიში. ბავშვი შეიძლება თავის ტვინის დეფექტით დაიბადოს. ბრაზილიაში კი დაამტკიცეს, რომ ვირუსის გადაცემა სისხლის გადასხმის დროსაც არის შესაძლებელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციამ უკვე აუკრძალა სისხლის ჩაბარება დონორებს, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდნენ. ევროპაში უკვე ეჭვქვეშ აყენებენ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების დროს უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობას. ბრაზილიის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ კოღოებს ყოველწლიურად გადაააქვთ სხვადასხვა სახის დაავადება და ეს არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.