“მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდეცნცია“
მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდეცნცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს ფაქტორში“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, არსებობდა ტენდენცია, რომ პრეზიდნეტის გამიჯვნა მომხდარიყო მიმდინარე პოლიტიკური საკითხებისგან, რაც მისი თქმით, ალოგიკურია.
“მახსოვს ტენდენცია, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ კანონებზე ნუ ისაუბრებ, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ შენ უნდა იყო გასული იმ საკითხებზე რეაგირებიდან, რაც კანონებს ეხება. მახსოვს საუბარი იმაზე, რომ რადგან პრეზიდენეტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, მას რაღაც საკითხებზე კომენტირების უფლება არ აქვს. სულ ახლახანს იყო ტენდენცია, რომ მოსამართლეების საქმიანობა დაცულია კონსტიტუციით და თურმე პრეზიდენტმა მასზე ხმა არ უნდა ამოიღოს. იყო ტენდენცია, რომ რამენაირად შევეცადოთ და პრეზიდენტი გავიყვანოთ რეალური პოლიტიკიდან. ასეთი ტენდენცია იყო. ეს აბსოლუტურ ალოგიკურობაშია ნებისმიერ სახელმწიფო კონცეფციასთან. ეს ტენდენცია არის გადალახული. მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდეცნცია“, – განაცხადა მარგველაშვილმა