გიორგი მარგველაშვილი: დღეს უფრო მეტ მზაობას ვხედავ თანამშრომლობისკენ
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლონ და ის ამისთვის პრემიერ-მინისტრისგან მზაობას ხედავს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ფაქტორში” აღნიშნა, მთავრობისა და პრეზიდენტის თანხმობა, თანამშრომლობა ქვეყანას წაადგება.
“დღეს მე ვხედავ უფრო მეტ მზაობას თანამშრომლობისკენ. იმ იდეებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გაჟღერდა პარლამენტში, ამაზე მუშაობის მზაობას. მივესალმები ამას და იმედი მაქვს, რომ ეს თანხმობა წაადგება ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ იქნება კარგი თანამშრომლობა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.