კახა კალაძე ბაქოში “სოკარის” პრეზიდენტს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში კომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა. შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ბაქოში დღეს გაემგზავრა.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, კომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან შეხვედრაზე კახა კალაძეს მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები უნდა განეხილა.