ლეონიდ ჩერნოვეცკი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიოტია
პარტია „ბედნიერი საქართველოს” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პატრიოტია და მას რეალურად სურს ქვეყნის განვითარება.
როგორც ჩერნოვეცკიმ “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ განაცხადა, ამაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს საკეთილდღეოდ დახარჯული თანხები მეტყველებს.
“ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პრესიდან მაქვს და იქიდან, თუ რა გაუკეთა საქართველოს. ის ფილანტროფი და საქართველოს პატრიოტია, ამაზე მეტყველებს მის მიერ საქართველოზე დახარჯული უზარმაზარი ფული. მე არ მინდა ვინმე ვაქო, ვიცი, რომ ძალიან მდიდარია და ქვეყნის განვითარების თავისი გეგმა აქვს. ვფიქრობ, მას რეალურად უნდა, შეცვალოს საქართველო და აქვს გარკვეული მიღწევაც, საქართველო უფრო დემოკრატიული ქვეყანა გახდა.
რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, არ ვიცი, ის ხელმძღვანელობს თუ არა ეკონომიკურ პოლიტიკას და ეკონომიკურ გუნდს. მას რომ ჩემზე ცუდი რეაქცია ჰქონოდა, ამას შევამჩნევდი. მსგავსი არაფერი ხდება. ვცხოვრობ მშვიდად, თავისუფლად და არ მაქვს საფრთხის შეგრძნება. როგორც ჩანს, პოლიტიკაში ჩემს შესვლაზე მას ნორმალური რეაქცია ჰქონდა“, – განაცხადა ჩერნოვეცკიმ.