ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო ქვედანაყოფებმა წვრთნები გამართეს
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა წვრთნები გამართეს.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში შეატყობინეს, წვრთნებში 150 სამხედრო მოსამსახურე და 20 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. მანწევრები ნაღვალოუს პოლიგონზე გაიმართა. ჩართული იყო საზენიტო კომპლექსები „ოსა -აკმ“, „სტრელა -10“ და „იგლა“.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებმა ერთეული და ჯგუფში მოძრავი საჰაერო მიზნების აღმოჩენის და განადგურების ოპერაცია ჩაატარეს. ასეევე წვრთნების დროს გაიმართა ანტისაჰაერო სისტემების შენიღბვის ღონისძიებები და მათი საბრძოლო მდგომარეობაში უსწრაფესი მოყვანის ვარჯიში ჩატარდა.