ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესმენის მკვლელობისთვის ოთხ პირს პატიმრობა მიესაჯა
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩასული ბიზნესმენის მკვლელობისთვის ოთხ პირს, მათ შორის ერთ ეთნიკურ ქართველს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
მუხამად ტამაევის მკვლელობა 2013 წლის 2 დეკემბერს მოხდა. ის აფხაზეთში ციტრუსების შესაძენად იყო ჩასული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდასხმის მონაწილეებს – გურამ ინაპშბას და ალიას აძინბას 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ამურ ჯიკირბა ციხეში 11 წელს გაატარებს, ხოლო ეთნიკურად ქართველს, გურამ თოფურიძეს სასამართლომ 10 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
შეიარაღებული თავდასხმის კიდევ ერთ მონაწილეზე, ანრიკ ხაგბაზე ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.