ნუკრი ქანთარია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აკრიტიკებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას სხვადასხვა საკითხზე ყურადღების გაუმახვილებლობისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას შეეძლო მეტი ესაუბრა იმ წარმატებებზე, რომელიც აქვს ხელისუფლებას ჯანდაცვისა თუ მედიის კუთხით.
თუმცა დეპუტატმა პრეზიდენტის გამოსვლა, საბოლოო ჯამში, დადებითად შეაფასა.
„ვფიქრობ, არა უშავს, ნორმალურია. აშკარად აზროვნებდა და ფიქრობდა. შეეძლო ნაკლები ესაუბრა ისეთ მარადიულ ღირებულებებზე და დრო არ დაეკარგა, როგორიც არის თავისუფლება, სიყვარული, ერთიანობა, დემოკრატია. შეეძლო მეტი ესაუბრა იმ წარმატებებზე, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას იგივე ჯანდაცვის ან თუნდაც მედიის კუთხით. თითქოს იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც არ არსებობს. მეგონა, რომ ისაუბრებდა შეწყალების კომისის საკითხზე, რომელიც მის დაქვემდებარებაშია“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები