თეა წულუკიანი: მიხარია, რომ ემთხვევა მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები, რომ სასამართლო რეფორმა აუცილებელია
მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, – ამის შესახებ საქართელოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
,,მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, თუმცა ეს არ კმარა. რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს იურსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კიდევ უნდა გააქტიურდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდნენ სასამართლოს გაჯანსაღების პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.