თამარ ბაგრატია ფინეთის ელჩს შეხვდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ფინეთის ელჩს ქრისტერ მიჩელსონს, ფინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურისა და ფინური კომპანიის “ვაისალას” წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები განიხილეს, ასევე, სამომავლო თანამშრომლობასა და მეტეოროლოგიური სფეროს გაძლიერების მიზნით, პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. შეხვედრას სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.