გიორგი მარგველაშვილი: ევროპელობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელებაა

„მე ვხედავ საქართველოს, არა, როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ, როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელობა ისტორიული გზის გაგრძელებაა. „ევროპელობა ჩვენი ისტორიული გზის გაგრძელებაა. ამ გზას ადგნენ ჩვენი წინამორბედებიც: ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია – „მომავლის არ გვეშინია“, ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანია – „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ამ გზაზე მე ვხედავ საქართველოს, არა, როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ, როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები