გოგი თოფაძე პრეზიდენტს მიმართავს – ადამიანს მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს და ის უმადური არ უნდა იყოს

“ადამიანს მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს და ის უმადური არ უნდა იყოს” – ამ სიტყვებით აპირებს საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტს მიმართოს.
როგორც გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას პრეზიდენტისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი.
„ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი პრეზიდენტისთვის. ის „ქართული ოცნების“ სახელით მოვიდა, თუმცა მალევე განუდგა მას. მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ადამიანს და უმადური არ უნდა იყო. მე არ მოვერიდები სიტყვით გამოსვლისას და დღეს აუცილებლად ვიტყვი ამას. პრეზიდენტს დაახლოებით 2 საათი ექნება სიტყვით გამოსვლის დრო და ამის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარეებს 15-15 წუთი გვექნება“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ყოველწლიური მოხსენებით 14:00 საათზე წარდგება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში საკანონმდებლო ორგანოს მესამედ მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები