გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგა
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უკვე წარდგა.
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში საკანონმდებლო ორგანოს მესამედ მიმართავს.
პრეზიდენტის გამოსვლამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ საგაზაფხულო სესია გახსნილად გამოაცხადა, რის შემდეგაც პარლამენტში საქართველოს სახლწიფოს ჰიმნი გაისმა.
პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები ესწრებიან.