ცხინვალში „ელექტროვიბრომანქანის“ ერთ-ერთ საამქროს ხანძარი გაუჩნდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, ჩაექროთ ცეცხლი, რომელიც ქარხანა „ელექტროვიბრომანქანის“ ერთ-ერთ საამქროში გაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ადგილზე მისვლის შემდეგ მეხანძრეები მიხვდნენ, რომ ერთი სახანძრო მანქანით ცეცხლს ვერ ჩააქრობდნენ. ამის შემდეგ ადგილზე კიდევ ორი მანქანა გამოიძახეს. მეხანძრეეების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, შენობა მთლიანად დაიწვა. სხვა შენობებზე ცეცხლის გადადება მაშველებმა არ დაუშვეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები