“არსებობს ფაქტი, როცა მოსამართლეთა გამოცდაში მონაწილე კონკურსანტისა და ტესტის ავტორის პასუხი ერთ-ერთში იდენტურია”

????????????????????????????????????

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანი ეჭვობს, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას ჰქონდა ადგილი. როგორც მამუკა ახვლედიანმა გადაცემაში „არჩევანში“ აღნიშნა, არსებობს ფაქტი, როცა მოსამართლეთა გამოცდაში მონაწილე კონკურსანტისა და ტესტის ავტორის პასუხი ერთ-ერთში იდენტურია.
“ამ ფაქტის თაობაზე პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრე. არასწორად გაჟღერდა და აქ მხოლოდ ერთ ფაქტზე არ არის საუბარი – შეიძლება რამდენიმე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ეს უკვე საკითხის მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. რეალურად მათ გადავეცი დოკუმენტი. კითხვის ნიშნები დამებადა, როცა დავინახე, რომ კონკურსანტმა 100 ქულა მიიღო. თეორიულად შესაძლებელია ადამიანმა 100 ქულა მიიღოს, მაგრამ როცა გაიგებ, რომ ექვსი თუ შვიდი ტესტი გაუქმდა იმის გამო, რომ არასწორად იყო ფორმულირებული და აღმოჩნდება, რომ კონკურსანტმა ისიც კი სწორად გამოიცნო და მაინც 100 ქულა მიიღო, ამის შემდეგ კითხვები დამებადა. შემდეგ ჩემს ხელთ აღმოჩნდა ერთ-ერთი კაზუსი. როცა კაზუსი ბარდება ავტორის მიერ, მას თან ახლავს პასუხი. გასწორების შემდგომ კონკურსანტის პასუხი აბსოლუტურად, სიტვყვა-სიტყვით იდენტურია ავტორის პასუხთან. ეს ტექსტი იმდენად დიდია და იმდენად რთულ საკითხს შეეხება, რომ წარმოუდენელია ორ ადამიანს ერთი და იგივე საკითხის დასაბუთება ერთი და იგივე ჰქონდეს. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, სადაც თვალნათლივ ჩანს, თუმცა ჩემი ინფორმაციით, არსებობს სხვა შემთხვევები, სადაც შეიძლება ტექსტი ერთ-ერთში არ ემთხვევა, მაგრამ მსჯელობის, საუბრის მიმდინარეობა სრულად იდენტურია კაზუსის პასუხის ავტორთან”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემაში “არჩევანში”.
ამასთანავე, მამუკა ახვლედიანმა აღნიშნული მასალების თაობაზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები