სანადირო თოფიდან გასროლით 15 წლის გოგონა დაიჭრა – მისი მდგომარება კრიტიკულია

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში 15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. როგორც „კვირას“ ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, მოზარდს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისივე ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ წუთებში ის კატასტროფის ბრიგადას ახმეტიდან თბილისში გადმოჰყავს.
„სოფელ მატანში უბედური შემთხვევა მოხდა. 15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად შემთხვევით დაიჭრა. მას მუცლის არეში აქვს მიღებული ჭრილობა. ახმეტის რაიონის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ კატასტროფის ბრიგადის დახმარებით ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ“, – განაცხადა ბექა ბაიდაურმა.
ამასთან, ახმეტის რაიონული საავადმყოფოს მთავარი მენეჯერის გია უძილაურის ინფორმაციით, გოგონას მუცლის არეში ერთი შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, რის შედეგადაც მოზარდმა მუცლის ღრუსა და  მენჯის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები