პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დებატები არ გაიმართება
ბიუროს სხდომაზე დეპუტატების გადაწყვეტილების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციების წევრებს მოუსმენენ, გამოსვლის დრო კი, დაახლოებით, 10-15 წუთით განისაზღვრება.
რაც შეეხება დებატების ფორმატს, რომლის მიხედვითაც, ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცემოდათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, ფრაქციის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრებს, – დეპუტატებმა არჩევანი აღნიშნულ ფორმატზე არ შეაჩერეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის წინაშე 3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე წარდგება.