ცხინვალში მამაკაცი მოკლეს, რომელმაც მანამდე ორი ქალი მანქანით გაიტანა
ცხინვალში ცეცხლსასროლი იარაღით აცამაზ ტოტოევი მოკლეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე იყო. ამ ავარიის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
ტოტოევის მკვლელობაში ცხინვალის მკვიდრი ტიმურ კობესოვია ეჭვმიტანილი. ის დაკავებულია.
2015 წლის ნოემბერში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილით მოძრავმა აცამაზ ტოტოევმა ცხინვალის პურის ქარხანასთან ორი ქალი გაიტანა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. აცამაზ ტოტოევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტოტოევის მკვლელი – ტიმურ კობესოვი ერთ – ერთი გარდაცვლილის შვილია.