ოკუპირებული აფხაზეთი – საქართველო რუსეთში ქართულ ღვინოებს აფხაზური სახელწოდებებით ყიდის
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტანდარტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ღვინოები: „მთის აფსნი“, „საღამო გაგრაში“, „ლიხნის საჩუქარი“, „აფხაზეთის ვაზი“, „რიწის საიდუმლო“ მოსკოვში აფხაზური ღვინოების სახელით იყიდება.
ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებულები არიან კომპანიები – „ღვინის სტილი“ და „ბატონო“, რომლებიც აფხაზეთის გეოგრაფიულ სახელწოდებებს სხვადასხვა ღვინოს სახელებში იყენებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სტანდარტის სამსახურმა უკვე მიმართა კომპანია „ღვინის სტილს“, რათა მან აფხაზური ბრენდის სახელით ქართული ღვინოების გაყიდვა შეაჩეროს. უარის შემთხვევაში სოხუმის მთავრობა სასამართლოში ჩივილს აპირებს. გარდა ამისა, ის მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, რათა მან სოხუმსა და მოსკოვს შორის ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულოს.